ევროპალიგის ფინალური შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება. ფინალში ერთმანეთს ესპანური „სევილია“ და იტალიური „რომა“ დაუპირისპირდება. ორივე გუნდს მოგების შეთხვევაში ისტორიული შედეგის დაფიქსირების საშუელება აქვს.
გუნდებმა ფინალში მოსახვედრად რთული გზა გაიარეს, „რომა“ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ფლეიოფის პირველ შეხვედრაში „ზალზბურგი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, 1/8 ფინალში კი „რეალ სოსიედადს“ აჯობეს, ¼ ფინალში ჟოზე მაურინიოს გუნდმა „ფეინოორდს“ მოუგო, ხოლო ½ ფინალში იტალიელებს „ლევერკუზენის ბაიერნის“ დამარცხება მოუწიათ, სადაც ორი მატჩის ჯამში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ „რომას“ ევროპალიგაზე ბოლო 4 გასვლითი შეხვედრა არ მოუგია. რაც შეეხება „სევილიას“ გუნდი ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთო, ესპანელებმა პირველ ეტაპზე „პსვ ეინდჰოვენი“ დაამარცხეს, 1/8 ფინალში დაძაბულ ბრძოლაში თურქულ „ფენებაჰჩეს“ აჯობეს, განსაკუთრებულად კარგი შეხვედრები კი ¼ ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წიააღმდეგ ჩაატარეს, სადაც მეტოქეს დამაჯერებლად აჯობეს, რაც შეეხება ½ ფინალს ანდალუსიელებმა დრამატულ ორ მატჩიან დუელში ევროპალიგიდან „იუვენტუსი“ გამოთიშეს.
ორივე გუნდს ფინალის მოგების შემთხვევაში ისტორიული მაჩვენბელების დაფიქსირების საშუალება აქვს, თუ „რომა“ გახდება ჩემპიონი ჟოზე მოურინიო გახდება პირველი მწვრთნელი, რომელმაც ეს ტურნირი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო, ჟოზეს მანამდე ევროპალიგა 2003 წელს „პორტუსთან“ ხოლო 2017 წელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად აქვს მოგებული. რაც შეეხება „სევილიას“ ესპანელები ევროპალიგის ფინალში 6 ჯერ გავიდნენ და 6-ვე მათი გამარჯვებით დასრულდა. ასევე ბოლო 9 ევროპალიგის გათამაშებიდან 6 ჯერ ჩემპიონი ესპანური გუნდი გახდა, აქედან 4 სევილიას ეკუთვნის. „რომა“ და „სევილია“ ერთმანეთს ისტორიაში 4 ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ორი „სევილიამ“ მოიგო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა ერთი კი „რომას“ აქტივშია.