უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით 22 შეტევა მოიგერიეს. უწყების განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთი თავდაცვას განაგრძობს.