სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. პოლიციელს ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას, ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან ტურისტებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა.