ახალ The Flash-ში ნიკოლას კეიჯმა სუპერმენის როლი შეასრულა. ინფორმაციას პროექტის რეჟისორი ენდი მუსკეტი ავრცელებს.
"ნიკი შესანიშნავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ როლი ეპიზოდური იყო, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. მთელი ცხოვრება მასთან მუშაობაზე ვოცნებობდი. იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ. ის სუპერმენისა და კომიქსების დიდი თაყვანისმცემელია". – ამბობს მუსკეტი.
90-იან წლებში ნიკოლას კეიჯი სუპერმენის როლზე დამტკიცებული იყო. ფილმი ტიმ ბარტონს უნდა გადაეღო, მაგრამ პროექტი მოგვიანებით გაიყინა. მსახიობი კომიქსების დიდი მოყვარულია, მან შვილს კალ-ელი(სუპერმენის ნამდვილი სახელი) დაარქვა.
ახალი ფლეშის პრემიერა მიმდინარე წლის 14 ივნისს იგეგმება.