კანის კინოფესტივალის რიგით 76-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელიც 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რომელმაც ტრადიციულად, არაერთი საინტერესო საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების სია შემოგვთავაზა, მათ შრის, ელენე ნავერიანის „შაშვიშავი მაყვალი“ მოხვდა, რომლის პრემიერაც კინოფესტივალის დამოუკიდებელ სექციაში, „რეჟისორთა ორკვირეული“ ფარგლებში გაიმართა .
მთავარი ჯილდო ოქროს პალმის რტო გადაეცა ჟუსტინ ტრიეს ფილმს – „დაცემის ანატომია” („Anatomy of a Fall”). იურიდიული დრამა, რომელიც ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პოპულარული მწერლის დანანაშაულს ან უდანაშაულობას იძიებს. ფილმი გარდა მკვლელობისა, რეალურად „ქორწინების“ გამოძიებაა და ის წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებს მიკროსკოპის ქვეშ ათავსებს, კერძოდ, სასამართლო დარბაზში და პრესაში, შემდეგ კი, აუდიტორიას თავისუფალი ინტერპრეტაციის არჩევანს უტოვებს.
ტრიერი კანის ისტორიაში მესამე ქალი რეჟისორია, რომელსაც ოქროს პალმის ტრო გადაეცა, ჟიული დიუკორნოს „Titane“-ის (ტიტანი) გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ. ჯეინ კემპიონი პირველი რეჟისორი ქალია, რომელმაც მთავარი ჯილდო 1993 წელს, ფილმისთვის, „The Piano“ (პიანინო) მიიღო. ტრიეს პრიზი მსახიობმა ჯეინ ფონდამ გადასცა, რომელმაც აღნიშნა თუ რამდენად შორს წავიდა კანის კინოფესტივალი ქალების რეპრეზენტაციის საკითხში (წელს საკონკურსო სექციაში 7 ქალი რეჟისორი იყო წარდგენილი). ტრიემ ფლატფორმა საფრანგეთის მთავრობის მკაცრი რეფორმების (კულტურული პროგრამების და საპენსიო რეფორმების შემცირება) გასაპროტესტებლად გამოიყენა: „ეს ჯილდო ყველა ახალგაზრდა რეჟისორ ქალს და მამაკაცს ეძღვნება, რომლებიც დღეს ფილმების გადაღებას ვერ ახერხებენ. ჩვენ უნდა მივცეთ მათ სივრცე, სივრცე, რომელიც მე დავიკავე 15 წლის წინ ნაკლებად მტრულად განწყობილ სამყაროში, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო შეცდომების დაშვება და ყველაფრის თავიდან დაწყება.“