გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, საკუთარი თავი დაიცვას. კლევერლიმ აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს თავი, როგორც საკუთარ საზღვრებში დაიცვას, ასევე რუსეთის დასასუსტებლად ძალა საზღვრებს მიღმაც გამოიყენოს.