აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოელის, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს კვირებში დასრულდება. შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ალიანსს და მის წევრ ქვეყნებს ეჭვი არ ეპარება, რომ შვედეთი ნატოს წევრი მალე გახდება. მისი თქმით, "მიზანშეწონილია", რომ ნატო-ს თითოეულმა წევრმა გამოთქვას თავისი აზრი ალიანსში ახალი წევრების მიღებაზე.