ნატო კოსოვოში განთავსებულ ძალებზე თავდასხმას გმობს და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დაძაბულობას უფრო გაამწვავებს. ნატო კოსოვოში დამატებით ძალებს აგზავნის.
ალიანსის გადაწყვეტილება ორშაბათს მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა, რა დროსაც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკურ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ზვეჩანის მუნიციპალიტეტში სერბმა დემონსტრანტებმა ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარები ესროლეს ნატო-ს მისიის სამხედროებს, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან განთავსდნენ. ადგილობრივი სერბები ზვეჩანში ასევე დაუპირისპირდნენ პოლიციას.
ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.