რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკიზე ძებნა გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნაევიც.
ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნებიან უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები.