საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კოსოვოში ორივე მხარეს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. კოსოვოში გუშინ სერბ მომიტინგეებსა და ნატოს ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 25-მდე ჯარისკაცი დაშავდა. ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება გუშინ მოხდა. მედიის ცნობით, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ სერბი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.