კიევში, მოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფენ. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა უკრაინა მოსკოვზე თავდასხმებს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა თქვა, რომ „ქვეყანა დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან, მაგრამ პირდაპირ თავდასხმებთან კავშირში არ არის“. მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და მინები დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.