ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აფხაზეთის ოპოზიციის “ეროვნული მიტინგი” სოხუმში დრამატულ თეატრთან მდებარე მოედანზე მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები “ბინების შესახებ კანონს, აფხაზეთის ჩასახლების, აფხაზური მიწების დარიგების და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის” წინააღმდეგ გამოდიან.
გამოცემის თანახმად, მომიტინგეებს პლაკატები უკავიათ ლოზუნგებით - “აფხაზეთი არ იყიდება” და “ენერგეტიკა - ერის საკუთრებაა”.
ე.წ. “სამთავრობო” შენობების გარშემო უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები არის მიღებული - დაყენებულია რკინის ზღუდეები, მავთულხლართები და ავტობუსები. ე.წ. “ძალოვანი სტრუქტურების” წარმომადგენლების გარდა “სამთავრობო” შენობებთან აფხაზეთის “მთავრობის” მომხრეებიც არიან შეკრებილნი.