ჩეხეთის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ ჟენიშეკი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსული პროპაგანდის მხარდაჭერას ირჩევს.
„სრულიად სხვაგვარად და პირიქითაა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს იცის, ის უბრალოდ რუსული პროპაგანდის მხარდაჭერას ირჩევს“, - განაცხადა მარეკ ჟენიშეკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხებოდა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება იყო.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.