„Говорит Москва!"- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.