საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესოდ აკეთებს პუტინის საქმეს! საქართველოს დღევანდელი მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, დასავლეთმა საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება იყო.
„ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.