საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვედრებს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან გამართავს, 31 მაისს კი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.
სალომე ზურაბიშილის ბრიუსელში ვიზიტს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას ელოდება, ხელისუფლება კი პრეზიდენტის განცხადებების დამატებითი კომენტირებისგან თავს იკავებს.