ხანგრძლივი მსჯელობისა და კონსულტაციების შემდეგ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდეს. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკუკრენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს, ისინი აიღებენ ვალდებულებას, რომ ამ პირობებში შეისყიდონ ქართული ხორბალი და სრული დატვირთვით იმუშაონ, პურის მწარმოებლებს კი ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ არ გამოიწვიოს პურის გავირება.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა