პრემიერმინისტრი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არ შეერთების მიზეზებს განმარტავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, საქართველოს ეკონომიკა ძალიან პატარაა, შესაბამისად ქვეყნის გავლენა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ჩართვის შემთხვევაში მცირე იქნებოდა. მისივე თქმით, მეორე მიზეზი ის არის, რომ საქართველო ძალიან განაწყენებული იყო იმით, რომ 2008 წლის ომი სერიოზულად არავინ მიიღო.