აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც ბაიდენმა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა საუბრისას F-16-ისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხები განიხილეს. ბაიდენის განცხადებით, მან თურქ კოლეგას განუცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ბაიდენი ერდოღანისგან რამე ნაბიჯს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თურქეთის ლიდერთან მომავალ კვირას მეტ საუბარს აპირებს.