რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანა 24-სართულიანი საცოხვრებელი კორსუპების ფასები და მინები.
მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ქალაქის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მომხდარის გარემოებას იძიებენ. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, ინფორმაციის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.