საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით,კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილე აკაკი მშვიდობაძესთან და ზესტაფონის მერთან, ვასილ გველესიანთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.