ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების მხარდაჭერის მიზნით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
როგორც მხარეები აცხადებენ, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად გაზრდილი კოორდინაცია, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.