თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა: “ანა დოლიძე ხალხისთვის”, “ლელო საქართველოსთვის” და “საქართველოსთვის” ალტერნატიული გენდერული თანასწორობის საბჭო დააფუძნეს.
ინიციატორების თქმით, მათი მიზანი ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური გაძლიერება და ოჯახური ძალადობის შემთხვევების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებების გატარება იქნება. მათი შეფასებით, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო “ქართული ოცნების”პარტიული ნარატივით იმართება და ფასადური რეფორმებით შემოიფარგლება.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თავიანთ კოლეგებს მოუწოდებენ საკუთარი ალტერნატიული დღისწესრიგი შექმნან და ხელი შეუწყონ სწორი გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებას.