ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, კოვერჩანოში გამართულ ღონისძიებაზე დაადასტურა, რომ ის გუნდს ტოვებს. ამ თემაზე საუბარი გუნდის გაჩემპიონების შემდეგ დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ინფორმაცია დადასტურდა. გუნდის პრეზიდენტმა აურეიო ლე ლაურენტისმა მედიასთან თქვა, რომ სპალეტიმ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მას კი ხელი არ შეუძლია.
ლუჩიანო სპალეტიმ თავისი გადაწყვეტილება ახსნა და აღნიშნა, რომ მას დასვენება სჭირდება: „"ზოგჯერ, ერთმანეთს სიყვარულის გამო ვშორდებით. იმ ასაკში, რომელშიც ახლა მე ვარ, გადაწყვეტილების მიღება მმართებს. როცა შენ წინ ნაპოლის მსგავსი ქალაქი დგას, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, შეგიძლია კი ამ ქალაქისა და კლუბისთვის საუკეთესოს მიცემა?! ვფიქრობ, ახლა ნაპოლისთვის საუკეთესოს მიცემა არ შემიძლია. დაღლილი ვარ, დასვენება მჭირდება, ჩემს ქალიშვილ მატილდასთან მეტი დროის გატარება მინდა. გამიხარდა, როცა დე ლაურენტისი ჩემს პოზიციას დაეთანხმა, მას რომ ეთხოვა, კიდევ ერთი წლით დავრჩებოდი. მაგრამ ახლა დიდ შვებულებას ვიღებ, ამ პერიოდში არცერთ კლუბში არ ვიმუშავებ და აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს," - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტი იტალიის სერია A -ს გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. ის აქამდეც არაერთხელ ყოფილა სკუდეტოსთან ახლოს, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მხოლოდ მიმდინარე სეზონში მიაღწია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ბოლო ტურის შეხვედრას სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე 4 ივნისს სამპდორიასთან გამართავს, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გამოემშვიდობება სპალეტი გულშემატკივარს.