საქართველოს მორაგბეთა U20 ნაკრებმა ავჭალის სარაგბო სტაიდონზე ინგლისელ თატოლებთან საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ანგარიშით 41:36 დათმეს. 75 წუთის განმავლობაში უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე დაცვაში ორი უხეში შეცდომა მძიმედ დაუჯდათ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვების შანსი დაკარგეს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს არცერთ ასაკობრივ ნაკრებს ინგლისთან არ მიუგია. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ხვალ 1 ივნისს გაიმართება, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ დასკვნითი შეხვედრა იქნება. მანამდე კი კომენტარი უმცროსი ბროჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა: - „ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმად აქცენტი კეთდება როგორც გუნდის ჩამოყალიბებაზე, ასევე გამოცდილების მიღებაზე და შეცვლების სიმრავლეც ამითაა განპირობებული. მოთამაშეებზე სათამაშო დრო თანაბრად გადავანაწილეთ და ასეთ პირობებშიც გვქონდა გამარჯვების შანსი. როდესაც გულით თამაშს ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები ახლდა, ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ მთელი 80 წუთის განმავლობაში ამის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ“
„ვიდეო-ანალიზი და ბიჭების ფიზიკური მდგომარეობა გვაჩვენებს რა ცვლილებები გვექნება მეორე მატჩში. საფრანგეთიდან ველით ლეგიონერთა ნაწილს. ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. მთლიანობაში, ინგლისთან 10-მდე მორაგბე დაგვაკლდა და მათ ნაწილს უახლოეს პერიოდში ველოდებით, ნაწილი კი პირდაპირ სამხრეთ აფრიკაში შემოგვიერთდება“ – განაცხადა ლადო კილასონიამ