მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, აფეთქებების ხმები, რომელიც დღეს დილით მოსკოვის ოლქის მცხოვრებლებმა გაიგეს, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის გამო ისმოდა.
"დღეს დილით მოსკოვის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს აფეთქების ხმები ესმოდათ - ჩვენი საჰაერო თავდაცვის მუშაობის ხმაა. მოსკოვთან მიახლოებისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს", - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამ“ არხზე.
გუბერნატორმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.