უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. მედიის ცნობით, ჩერნიგოვის, კიევის, ჟიტომირისა და კიროვოგრადის ოლქებში, საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ოლქში საჰაერო თავდაცვა თავდასხმებს წარმატებით იგერიებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. გოლოშეევსკის რაიონში, სადაც მაღალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებული მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორ დაშავებულს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.