უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, მან ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა მისი პირადი როლი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაში, რაც „მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“.
თურქეთის პრეზიდენტის კანცელარიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას თურქეთისა და უკრაინის ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონული საკითხები განიხილეს.