გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას (59%) გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავების სურვილი აქვს.
კვლევა მოიცავს მოსახლეობის ქცევისა და დამოკიდებულებების ანალიზს გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით, რის საფუძველზეც სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა შემუშავდება.