საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის კანონპროექტს საპარლამენტო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან ასევე უარყო ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათ ყოფილ თანაგუნდელებს ,,ქართულ ოცნებასთან" აქვთ კავშირი. მდინარაძის განცხადებით მსგავს კავშირებზე რაიმე სახის საუბარი არასერიოზულია.