ოპოზიციაში ერთხმად აცხადებენ რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ძალიან მნიევნელოვანია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებთან ქართველი ხალხის სახელით ისაუბრებს, განსხვავებით ,,ქართული ოცნებისგან", რომელიც მათი თქმით, ევროპულ პერსპექტივას საბოტაჟს უცხადებს.