მიმდინარე წელს ქვეყანაში ბლის იმპორტის 100%-იან ზრდა გვაქვს, რადგანაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში ახალი ბლის იმპორტი არ დაფიქსირებულა. რეალურად 2022 წელს ქვეყანაში ახალი ბლის იმპორტი მაისიდან დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ამ პროდუქტის იმპორტი ქვეყანაში გაცილებით ადრე განხორციელდა.
მიმდინარე წელს ახალი ბლის იმპორტი საქართველოში ორი ქვეყნიდან დაფიქსირდა, თუმცა ლიდერი თურქეთია, რომელზედაც მთლიანად იმპორტის 87% მოდის, ხოლო დანარჩენი ნიდერლანდებზე ნაწილდება.