საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს. ამის მიზეზი რუსული პროდუქტის გაიაფებაა. კერძოდ, როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა. საინტერესოა, რა უჯდება საქართველოს ზეთის იმპორტი.
საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში, საქართველომ ჯამში 9,965 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 3,794 ტონა.
ამასთან, წელს, ისევე როგორც გასულ წელს, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც პროდუქტის 89% შემოვიდა. გამოდის, ქვეყანას 1 ლიტრი რუსული ზეთის იმპორტი 1,23 დოლარი დაუჯდა. ზეთის იმპორტით მეორე ადგილზეა უკრაინა.