მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და ახალი გადაწყვეტილებებიც მიიღეს. მთავრობის სხდომის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ მთავრობამ შეაჯერა ის პირობები, რომელიც პურის ფასს უპირობოდ შეინარჩუნებს და მოსახლეობისთვის პური არ გაძვირდება. მისივე თქმით, წისქვილ კომბინატების სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ქართული ხორბალი ფერმერებისგან შეუფერხებლად შეისყიდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს. როგორც ეკონომიკისა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა.