სტოკჰოლმში“ალდეს” ყოველწლიურ კონგრესზე, ევროპულმა პარტიებმა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის ავტორი პარტია “სტრატეგია აღმაშენებელია”. რეზოლუციის ტექსტის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ: “გირჩი მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკელები”, “თავისიფალი დემოკრატები” და “ლელო საქართველოსთვის”. რეზოლუციის ავტორები მოუწოდენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ანტიდასავლური კამპანია და პოლიტიკური დევნა, ასევე რეზოლუციაში მოითხოვნილია ნიკა გვარამიას, ლაზარე გრიგორიადისის და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.