1. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლას აანონსებს. ლევან ხაბეიშვილი აცხადებს რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ის კონკრეტული წარმომადგენლობა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ პარტნიორებთან მუშაობს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.