საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში გამგზავრებამდე ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ განცხადებებზეა საუბარი. პარტიის პოზიციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის ლეგიტიმაცია მცირდება. მმართველი გუნდის ამ განცხადებების ფონზე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისა და გზავნილების მოლოდინშია. ისინი პრეზიდენტისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. მათ შორისაა პოლიტპატიმრების შეწყალება. მმართველი გუნდის ამ გზავნილებს ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.