პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა დაატოვებინა. კამათი და დაპირისპირება ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, რომელთა დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნაც, ბიუროს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.