1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5823 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5823 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7664 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.