ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ხალხისა და პარლამენტისადმი მიმართვაში რუსეთს მთავარი მოკავშირე უწოდა და უკრაინაში მიმდინარე ომში კი პუტინს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ალან გაგლოევმა ისაუბრა საქართველოზეც და თქვა, რომ ქვეყანაში დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ, რომლებიც ხელისუფლებას სამხეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებენ.