საქართველოში ავოკადოს ჰაბი შეიქმნება. კენიური ავოკადოს პირველ ლოგისტიკურ ცენტრი გორში, სამაცივრე მეურნეობა Tiriphoni Fruits-ის ბაზაზე გაიხსნა, რომელსაც კომპანია, Eximcrop მართავს.
ლოგისტიკური ცენტრის მიზანია, საქართველოში მოქმედი სამაცივრე საწყობები 100%-ით დატვირთოს და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია აფრიკელი მეწარმეების ინტერესებში შედის, ამიტომ უახლოეს მომავალში ავოკადოს იმპორტის ზრდა არის მოსალოდნელი.
აფრიკული ავოკადო უმაღლესი ხარისხისაა და მისი ფასი შედარებით დაბალია, რადგან ამ ქვეყანაში წარმოება, ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით იაფია. როგორც წესი, ხელმისაწვდომ ფასში ხარისხიანი პროდუქტი გასაღების ბაზრის მთავარი ფაქტორია, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ავოკადო გაიაფდება და პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ანუ ფასი დაეცემა და მოხმარება გაიზრდება. შესაბამისად, საქართველოში მისი მოხმარებაც გაიზრდება და პრემიუმ ნიშიდან პროდუქტი მასობრივ მოხმარებაში გადაინაცვლებს.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია Eximcrop-ის თანადამფუძნებელი ვახტანგ გოგალაძე