თურქეთის ეროვნული ვალუტა ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 20.1 ლირას მიაღწია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 20%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 76%-ს აღწევს.
მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქული ლირას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. პირველ რიგში, უკანასკნელ პერიოდში ლირის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებასთან. პრეზიდენტად ისევ ერდოღანის არჩევას ინვესტორები დადებით მოვლენად ნამდვილად არ აფასებენ. ინვესტორთა ნაწილისშეფასებით, მას ავტოკრატიის მიმართ აშკარა მიდრეკილებები და პოპულისტური გადაწყვეტილებები ახასიათებს, ეს კი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს. ბოლო პერიოდში ერდოღანის მიერ მიღებული ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება ქვეყანაში ფასების ზრდას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომაც ამჟამად თურქეთში ინფლაციის დონე 40%-ის ფარგლებშია.
საინტერესოა, როგორია საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. რა გამოწვევებია და რა მოლოდინებია 2 ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე