საბერძნეთი შეუერთდა უნგრეთს და დაბლოკა ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც, ევროკომისიის გეგმების მიხედვით, უნდა მოიცავდეს შეზღუდვებს მესამე ქვეყნების კომპანიებზე, რომლებიც არღვევენ ევროკავშირის აკრძალვებს რუსეთთან ვაჭრობის შესახებ. ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico წერს.
გაზეთი ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე ქვეყანა კიევისგან, მათი კომპანიების ამოღებას ითხოვს უკრაინული სანქციების სიიდან, რომლის მიმართაც კიევმა შეზღუდვები დააწესა, სავარაუდოდ, რუსეთის მხარდაჭერისთვის.
სანამ კიევი არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ათენი და ბუდაპეშტი აპირებენ დაბლოკონ სანქციების მე-11 პაკეტი.