საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო - Palitra News

საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო

2023-05-29 13:12:36+04:00

საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. 2 წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

Sun Express თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს.