„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს პრემიერმა უნდა უპასუხოს კითხვებს, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ გაჩნდა.
ლევან ბეჟაშვილისა და თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფარულ მოლაპარაკებებში თავად რუსეთის პრეზიდენტმა ამხილა.
პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშში ყურადღება სწორედ ამ თემაზე უნდა იყოს გამახვილებული. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრმა კითხვებს დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი.