გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხეფინალური სერიის პირველი მატჩი უნიკახასთან 13 ქულით დათმო - 59:72. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12 ქულით წააგეს, ხოლო ბოლო პერიოდის წინ 18 ქულით მარცხდებოდნენ.
შერმადინმა პარკეტზე 20:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
შერმადინის გუნდი სერიაში 0:1 მარცხდება. მომდევნო მატჩი მალაგაში გაიმართება, უნიკახა ტენერიფეს პირველ ივნისს უმასპინძლებს. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.