ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. გამოიკითხება მერიის ლაბორატორიის წარმომადგენელი, რომელიც შესრულებულ სამუშაოს იბარებდა და შემდგომი სამშენებლო საქმიანობის ნებართვას გასცემდა. საქმეში ბრალდებულებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან.