უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინული თავდაცვის მუშაობა სამაგალითოა და უკრაინელი ჯარისკაცები მტრის შეტევებს წარმატებით იგერიებენ. მანვე პარტნიორებს გაწეული სამხედრო დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინული თავდაცვის წარმატება სწორედ აღნიშნული დახმარების წყალობით ხორციელდება.