პარტია „ევროპული საქართველოს“ და „განათლების ინსტიტუტის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია სახელწოდებით “გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ” გაიმართა.
პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ე.წ. “პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის გარეშე“ საქართველოს არ აქვს შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეები დაცულები იყვნენ.
ბოკერიას განმარტებით, რუსეთის ბანაკში ყოფნა და ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება არის შეუძლებელი.