რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოფიციალურად გაიმარჯვა. მან ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა. ერდოღანმა ხმათა 52.14% მოიპოვა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხრეებთან ერთად თურქეთის მომავალს ააშენებს.
მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა გამარჯვება უკვე მიულოცეს. მათ შორის იყო ირაკლი ღარიბაშვილიც. საქართველოს პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ამ ზეიმს საქართველოც უერთდება“. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.